28 ნოემბერი 2020,   09:48
ვრცლად
სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაზე საუბრობს.- ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა სოფელ ყარაჯალაში განაცხადა.

ბოტკოველის მტკიცებით, საარჩევნო კაბინაში მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები შეყვებიან და მართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

"სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს პირდაპირი დაშინება და მოსყიდვა. ხოლო, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან ადგილობრივები, რომლებიც პირდაპირ ჩვენს მხარდამჭერების ზეწოლას ახდენენ. ასევე, მე მინდა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს ვკითხო, ამდენი ადამიანის მობილიზება არის თუ არა საფრთხე კორონავირუსის გავრცელების," - განაცხადა ბოტკოველმა.

დღის ამბები