28 ნოემბერი 2020,   21:39
ვრცლად
ხმაური სოფელ ყიზილაჯლოში - 89-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლები და კომისიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაურია სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო კომისიის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოხდა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მას მოსაცმელი შემოახიეს.

როგორც კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არასაფუძვლიან მოთხოვნებს აყენებდნენ და კომისიამ ჩათვალა, რომ ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, რის გამოც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მათ საარჩევნო უბანი დაეტოვებინათ, რის შემდეგაც ხმაური და დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.

ოპოზიციის განაცხადებით, "ქართული ოცნების" დამკვირვებლები და მხარდამჭერები მათ დაკვირვების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც უბანი დასახურია, რადგან იქ მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმყოფებიან, რაც ამ უბნის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი. ადგილზეა მარნეულის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე, ის  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხვდება.

დღის ამბები