28 ნოემბერი 2020,   20:51
ვრცლად
ენმ-ს ინფორმაციით, სამგორის ოლქში, 69-ე უბანთან მედია დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამგორის ოლქში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე 182-ე სკოლასთან, სადაც 69-ე უბანია გახსნილი, მედია დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პატრულს  რეაგირება არ ჰქონდა.

მათი ინფორმაციით, დაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ დამკვირვებელი საარჩევნო უბნის ეზოდან ავტომობილის გაყვანას ითხოვდა, მას ეჭვი ჰქონდა, რომ ავტომობილში მსხდომი ადამიანები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდნენ.

დღის ამბები