30 ნოემბერი 2020,   12:13
ვრცლად
"ოცნების" კოორდინატორები აღრიცხავენ ამომრჩეველს და ზოგ შემთხვევაში ფულსაც უხდიან მათ - ენმ-ს წევრები საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

"ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, უბნებთან მობილიზებული "ქართული ოცნების" კოორდინატორები აღრიცხავენ ამომრჩეველს და ზოგ შემთხვევაში ფულსაც უხდიან მათ.

ბექა ქორჩილავა ამტკიცებს, რომ დაინახა ასეთი შემთხვევა, თუმცა დაფიქსირება ვერ მოასწრო. 

ამ ბრალდებას უარყოფენ ის პირები, ვინც დგანან საარჩევნო უბნებთან და აცხადებენ, რომ ისინი მართლაც ეწევიან ამომრჩეველის აღრიცხვას პირადი სურვილით და ამაში არც ანაზღაურებას არ იღებენ და არც ანგარიშვალდებულებას. ფულის დარიგების შემთხვევებს კატეგორიულად გამორიცხავენ.

დღის ამბები