30 ნოემბერი 2020,   12:31
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილის თქმით, "კარუსელების" მცდელობის ამსახველი ვიდეომასალა აქვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც, მისი თქმით, დარღვევებია ასახული. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ვიდეოკადრში აღბეჭდილია, როგორ ცდილობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ე.წ. კარუსელის დაატრიალებას

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინფორმაცია შემოსული ჩვენს შტაბში, მათ შორის ბათუმიდანაც შემოდის ინფორმაცია და კიდევ ერთი ვიდეოკადრები ამსახველი იმისა, თუ როგორ ცდილობენ კარუსელი დაატრიალონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. ეს არის სოფელი ლესიჭინე, თუ როგორ ჩაიდო უკან ჯიბეში ბიულეტენები ერთ-ერთმა ამომრჩეველმა და ის აპირებს, რომ გაიტანოს საარჩევნო უბნის გარეთ, რათა შემდგომ უკვე ე.წ. კარუსელში მიიღოს მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივად მიმდინარეობს იმ მედიადამკვირვებლების გაძევება უბნებიდან, რომლებიც ახორციელებენ "კარუსელების" საწინააღმდეგო იდენტიფიცირების პროგრამას, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს სხვა მექანიზმები იმისა, რომ მოვახდინოთ ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც მიიღებს "კარუსელში" მონაწილეობას. ასე რომ, ტყუილად ნუ ირჯებით, მეგობრებო,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები