30 ნოემბერი 2020,   12:49
ვრცლად
ხვალიდან ჩავაბარებთ წარსულს და არავისთვის საინტერესო აღარ იქნება ერთი თავგაჩეჩილი ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილი

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "მოქალაქეები" ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი საკუთარი პარტიის სასარგებლოდ გააკეთა. 

"მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ვიტყვი, შემოვხაზე #24. უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და #24-ია ეს ჩემი ღრმა რწმენით, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას. მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემ თავს მივეცი ხმა, იმიტომ რომ მაქვს ჩემი თავის იმედი, ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვის, უკეთესი საქართველოსთვისაც. 

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს გვიყვება, ხვალიდან ჩავაბარებთ წარსულს და არავისთვის საინტერესო აღარ იქნება ერთი თავგაჩეჩილი ირაკლი კობახიძე. 

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, შსს-ს მიერ გამოძიების დაწყება, ეს არის "ქართული ოცნების" ბოლო გაფართხალება. არ იქნება მარტივი დღეს, ბრძოლა გველის და უნდა დავასრულოთ და 24 საათის შემდეგ სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ, მრავალპარტიულ საქართველოში, სადაც "ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე იქნება ოპოზიციაში,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები