30 ნოემბერი 2020,   11:48
ვრცლად
არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად, ფოთში #9 საუბნო საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ირაკლი ხახუბიას თქმით, ხმა საქართველოს განვითარებას და სტაბილურობას მისცა.

"როგორც ხედავთ, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხმის მიცემას, ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, სტაბილურობას, მშვიდობას, ქართულ ტრადიციებს და ევროპულ მომავალს.

ყველას ვუსურვებ წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლის გარანტიც გახლავთ ხალხის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

დღის ამბები