30 ნოემბერი 2020,   12:16
ვრცლად
კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 2881 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 22

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 881 პირი გამოჯანმრთელდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოჯანმრთელების კუთხით პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება.

საბოლოო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა.

ინფექციას ქვეყანაში 22 პაციენტი ემსხვერპლა. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 307 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღის ამბები