30 ნოემბერი 2020,   11:59
ვრცლად
რამდენიმე უბანზე ამომრჩეველს ბიულეტინს 2 ნომრის გარეშე აძლევენ - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები ფიქსირდება.

სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აღკვეთოს მსგავსი დარღვევები. 

"ვიმედოვნებთ, რომ ეს მაღალი აქტივობა შენარჩუნდება,  რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, რაც მეტი ადამიანი მივა, მით ნაკლები შანსი ექნება ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და პრაქტიკულად გარანტირებული იქნება მისი  გადასვლა ოპოზიციაში. დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები. ორი მასშტაბური პრობლემა გამოკვეთა - საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, "ქართული ოცნების" კონკრეტული წევრები დგანან ისე ურნებთან, რომ დაინახონ როგორ არის შემოხაზული ბიულეტინი. ჩვენი წარმომადგენლები ასეთ შემთხვევებზე წერენ საჩივარს. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" რომ ასეთი პრაქტიკა აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა ექნება ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. მეორე - ძალიან სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა დილიდან რადენიმე ოლქსა და უბანზე. კონკრეტულად ეს არის ვაკის 54-ე უბანი, ასევე გურჯაანის 31 უბანი, სადაც ვხედავთ ასეთ პრაქტიკას, "ქართული ოცნების" კომისიის წევრები, როდესაც ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ ბიულეტენს, რომ 2 ნომერი მასზე არის მოხეული. პრაქტიკულად, ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტინს 2 ნომრის გარეშე, ეს არის დაფიქსირებული რამდენიმე უბანზე," - განაცხადა კაპანაძემ. 

 

დღის ამბები