30 ნოემბერი 2020,   12:21
ვრცლად
ხმაური სოფელ დაშთაფაში - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა  

მარნეულში, სოფელ დაშთაფაში საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ცოტა ხნის წინ, ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ხმაური იყო.

როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სთავაზობდნენ, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ჯერ ქალები შესულიყვნენ, ხოლო შემდეგ მამაკაცები, რაზეც, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ფაქტი გააპროტესტეს.

თავად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამგვარად არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ და ხმის მისაცემად უბანზე საკუთარი მხარდამჭერები შეჰყავდათ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი 

 

 

 

დღის ამბები