30 ნოემბერი 2020,   12:42
ვრცლად
იმის საფუძველს, რომ პირველივე ტურში უპირობოდ გავიმარჯვებთ, ხალხის დამოკიდებულება გვაძლევს - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კალაძემ არჩევანი 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

კალაძე მისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ხმა ნათელ მომავალს მისცა.

"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მოქალაქეობრივ ვალს იხდიან. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე. იმის ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში უპირობოდ გავიმარჯვებთ, ხალხის განწყობა და დამოკიდებულება გვაძლევს. ასევე ის კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა ტელევიზიაში, თუმცა მთავარი ხალხის განწყობაა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, ეს "ქართული ოცნებაა,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები