30 ნოემბერი 2020,   12:47
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 1673 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1673 შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 38936-ს შეადგენს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  22 691-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435.

სულ  6-30  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 379 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997.

ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები