28 ნოემბერი 2020,   21:39
ვრცლად
ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა რომელიც იქნება მსახური - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა. აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ ზუგდიდში გააკეთა:

"ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა, სერიოზულად რაც შეეხება, ხმა მივეცი იმას, რომ ამ ლუნატიკმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება და ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოზე, განვითარების გზაზე. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა, აი, ამას მივეცი ხმა და არ ვიქნები ორიგინალური, რომ ასეთი ნამდვილად არის "ევროპული საქართველო". მე მივეცი ხმა იმას, რომ აშენდეს ზუგდიდში პორტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა, მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდს დაუბრუნდეს თვითმმართველობა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები