28 ნოემბერი 2020,   09:56
ვრცლად
ხმა მივეცი ერის გაერთიანებასა და ზიზღის დამთავრებას - გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი დააფიქსირა და როგორც მან განაცხადა, ხმა "ერის გაერთიანებასა და ზიზღის დამთავრებას მისცა".

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ხმა მივეცი ერის გაერთიანებასა და ზიზღის დამთავრებას. იმას, რომ მოსახლეობის 50% არასოდეს აღარ იყოს ემიგრაციაში," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

იქნება თუ არა მეორე ტური, ამაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა:

"ეგ რომ ვიცოდე, ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი. განწყობები ქუთაისშია ისეთია, რომ წესით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები პირველივე ტურში. მოგებით აუცილებლად უნდა მოვიგოთ, მაგრამ, წესით, ეს პირველ ტურშივე მოხდება,"- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები