28 ნოემბერი 2020,   09:46
ვრცლად
ზუგდიდში 89-ე საარჩევნო უბანზე 39 ამომრჩევლის პროპორციული ხმა დაიკარგა

ზუგდიდში 89-ე საარჩევნო უბანზე 39 ამომრჩევლის პროპორციული ხმა დაიკარგა. როგორც უბნის თავმჯდომარემ ზვიად კუტალიამ განაცხადა, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, რადგან 39 ამომრჩეველს ხმის მიცემის დროს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენი მისცეს და შესაბამისად, ამომრჩევლების ხმები დაიკარგა.

ოპოზიცია აღნიშნულს არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. ადგილზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა საჩივარი დაწერეს, რამაც ხმაური გამოიწვია.

დღის ამბები