28 ნოემბერი 2020,   09:52
ვრცლად
უპრეცენდენტო აქტივობა სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ "ქართული ოცნება" მწარედ მარცხდება - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, უკვე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სუსს უბნის გარეთ მობილიზებული ჰყავს წარმომადგენლები, ჩვენს მოსახლეობას არ ეშინია და ისინი აქტიურად მიდიან ხმის მისაცემად არჩევნებზე. ასეთი უპრეცენდენტო აქტივობა სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ "ქართული ოცნება" მწარედ მარცხდება. ჩვენ გვაქვს დარღვევების კონკრეტული ფაქტები.

მაგალითად: სპეცსიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ უნდა მისცენ გადასატანი ყუთები ხმის დასაფიქსირებლად, დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქუთაისის 112-ე უბანზე თვითიზოლაციაში მყოფი პირი მივიდა და ხმა მისცა, ამის შემდეგ კი მას კონკრეტული თანხა გადასცეს. ჩვენ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გვაქვს,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები