27 ნოემბერი 2020,   15:28
ვრცლად
არავის არ უნდა შეეშინდეს და ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე - ლევან ვარშალომიძე

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის ოლქის მე-8 უბანზე უკვე დააფიქსირა.

ბათუმში გარკვეულ უბნებზე მცირედი დარღვევები იყო და ამომრჩევლის მობილიზება შეინიშნებოდა. ვარშალომიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. 

"მოვუწოდებ ყველას, რომ მივიდეთ არჩევნებზე და ამ ისტორიულ დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. 2020 წლის 31 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევნები უნდა გახდეს. არის უბნები, სადაც თავმჯდომარეები კრძალავენ გადაღებას. ასე რომ ის მობილიზაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" მარშუტკებით ახერხებს, მათ არ უშველის. არავის არ უნდა შეეშინდეს და ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე," - აცხადებს ლევან ვარშალომიძე. 

დღის ამბები