28 ნოემბერი 2020,   09:45
ვრცლად
ხალხი ემზადებოდა შეთქმულებისთვის და ეს მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებზე განსაკუთრებული აქტივობაა:

"მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს, ყველა უბანზე უკლებლივ. არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხალხი ემზადებოდა შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, შეუძლებელია იყოს ამხელა აქტივობა და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები