27 ნოემბერი 2020,   16:22
ვრცლად
ველით, რომ საზოგადოება დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის - არჩილ თალაკვაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი განცხადებით, ხმა იმ პოლიტიკურ გუნდს მისცა, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

"მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. მადლობას ვუხდი ყველა მოქალაქეს იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და საქართველო მზად არის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა ავტორიტეტული კვლევით "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 55-დან 60%-მდე იყო, შესაბამისად, მოველით, რომ საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის. ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალება, რომ თავს დაესხას დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები