30 ნოემბერი 2020,   12:10
ვრცლად
"ხვალ გამარჯვების ცისკარი ამობრწყინდება" - შალვა ნათელაშვილი ნაძალადევში შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნოდ ნაძალადევის ამომრჩეველთან, ბოლო შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.

მოქალაქეებს პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ნიკა მელიამ მიმართა და თქვა, რომ შალვა ნათელაშვილი თავისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებით პარლამენტში მოხვედრას ღირსეულად იმსახურებს.

"ბატონი შალვა, როდესაც ამდენი წელიწადია ოპოზიციაშია და არ დახარა თავი, არ ჩამოუშვა ხელები და არ შეეგუა რეალობას და კვლავ იბრძვის და ძალიან ახლოს არის ახლა გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ლეიბორისტული პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ბატონი შალვა იქნება წარმოდგენილი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, არაჩვეულებრივი რაიონის, ნაძალადევის რიონის. ეს ადამიანი იმსახურებს თავისი გავლილი ცხოვრებით, მით უფრო როდესაც კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავს," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

"საქართველოს ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და ქვეყნის განვითარებას მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"დღეს ნაძალადევია ჩვენი მასპინძელი, საამაყო მეგაპოლისი დედაქალაქის და რა თქმა უნდა, დედაქალაქი საქართველოს გულია, როგორც დედაქალაქი თბილისი, გლდანი, ისანი, სამგორი, საბურთალო, დიდუბე, ვაკე, კრწანისია, ისეა საქართველო და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ გამარჯვების ცისკარი თბილისიდან ამობრწყინდება ხვალ," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები