27 ნოემბერი 2020,   01:33
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი, ვინც 31 ოქტომბერს კენჭისყრას დააკვირდება, უკვე საქართველოშია

არჩევნებამდე 3 დღით ადრე საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი, ვინც 31 ოქტომბერს კენჭისყრას დააკვირდება, უკვე საქართველოშია. მოკლევადიანი მონიტორები ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოდიან.

ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ტრადიციულად ეუთო/ოდირია. სწორედ ის უწევს კოორდინაციას ყველა სხვა სადამკვირვებლო მისიას.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების გასაშუქებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 48 საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად, პროცესს დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები და საელჩოებიც დააკვირდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ 31ოქტომბერს ამომრჩეველი ხმას უსაფრთხოდ მისცემს.

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან. მონიტორინგის პირველად შედეგებს კი, სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე დღეს, კვირას, 1 ნოემბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებენ.

დღის ამბები