27 ნოემბერი 2020,   01:57
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა საქართველო არჩევნების შემდეგ - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ლოკდაუნს მათ პოლიტიკურად გასანეიტრალებლად გამოიყენებს

"ევროპული საქართველო" არჩევნებიდან ორ დღეში მორიგი ლოკდაუნის გამოცხადებას ელოდება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იმ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რისთვის გამოიყენებს ხელისუფლება ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას.

მისი თქმით, ლოკდაუნის პირობებში მმართველი პარტია ეცდება, არჩევნების მეორე ტურისთვის სასურველი წინაპირობა შექმნას და ოპონენტები პოლიტიკურად გაანეიტრალოს.

ოპონენტების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების შიშებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 31 ოქტომბერი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დაბალი მხარდაჭერა აქვს. 

ლოკდაუნის გამოცხადებას არ განიხილავს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვირუსის არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, მკაცრი ზომები არ ამოქმედდება და წერტილოვან დარტყმებზე მხოლოდ ვითარების გაუარესების შემთხვევაში იფიქრებენ.

დღის ამბები