27 ნოემბერი 2020,   01:26
ვრცლად
კორონავირუსის პირველი მსხვერპლი კახეთში - ლაგოდეხში 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით ერთ პაციენტი გარდაიცვალა. ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ხანდაზმულს სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ნიკოლოზ ყარალაშვილის განმარტებით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დღის ამბები