30 ნოემბერი 2020,   11:29
ვრცლად
რატომ ვერ მოიძია სახელმწიფომ რუკები, რომელიც მოიძია ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა - "ღამის კურიერში" ირაკლი კობახიძემ ისაუბრა

რატომ ვერ მოიძია ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ რუკები, რომელიც მოიძია ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კითხვაზე პასუხს შესაბამისი უწყებები გასცემენ.

კობახიძე აცხადებს, რომ რუკები კონკრეტულმა პირმა მოიძია, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. 

"მე ვერ გეტყვით, ამაზე მე არ ვარ პასუხისმგებელი, შესაბამის უწყებებს შეგიძლიათ ჰკითხოთ ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო პასუხს მიიღებთ. არსებობდა სავარაუდოდ ობიექტური გარემოება, თუმცა ჰქონდა საშუალება კონკრეტულ პიროვნებას მოეძიებინა ეს რუკა, გახდა ეს შესაძლებელი, წარმოადგინა რუკა და ბუნებრივია, რომ ამის საფუძველზე აღიძრა საქმე.

პირველ რიგში, როდესაც ჩვენ წარმოგვიდგენენ დოკუმენტს, რომელიც არის სავარაუდო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში, თუ ხარ სახელმწიფო თანამდებობის პირი, უნდა ჩაეძიო ამ საკითხს და თუ შენც დაადგენ შენი პასუხისმგებლობით, რომ აქ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, მერე გეკისრება რა თქმა უნდა პასუხიმგებლობა წარადგინო ეს მტკიცებულება სათანადო ორგანოებში, ამ შემთხვევაში პროკურატურაში, რაც გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები