30 ნოემბერი 2020,   12:42
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა

ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ავტომობილის შეკეთება გახდა. სიჭინავების ინფორმაციით, ჩხუბში პოლიციელი გოჩა გუჯეჯიანი მონაწილეობდა, რომელმაც გელა სიჭინავას თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა, მას თავზე ექვსი ნაკერი ადევს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, დაიწყო მოკვლევა.

დაზარალებულის დედის რუსუდან ეხვაიას ინფორმაციით, გელა სიჭინავა საავადმყოფოდან პროკურატურაში გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

ინფორმაციას არ ადასტურებს პოლიციელი გოჩა გუჯეჯიანის დედა და აცხადებს, რომ მის შვილს თავად სიჭინავები დაესხნენ თავს და მჟავა შეასხეს. ადგილზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დღის ამბები