28 ნოემბერი 2020,   21:42
ვრცლად
აქცია "სითი მოლთან" - მოსახლეობა ხმაურს და ანტისანიტარიას აპროტესტებს

"სითი მოლთან" მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები ხმაურსა და ანტისანიტარიას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხმაურის გამო სავაჭრო ცენტრი არაერთხელ დაჯარიმდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხშირად ხმაური ღამის 2-3 საათზე იწყება, ანტისანიტარიამ კი უბანში მწერები გაამრავლა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

დღის ამბები