28 ნოემბერი 2020,   20:12
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან, 3 თბილისში, ხოლო 3 აჭარაში გარდაიცვალა

COVID-19-ით თბილისში დღეს 3 პაციენტი დაიღუპა. მათგან ერთი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ერთ-ერთი "ევექსის" ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

რაც შეეხება ბათუმს, აქაც არის გარდაცვლილი პაციენტების 3 შემთხვევა. დაზუსტდა, რომ 66, 72 და 90 წლის ქალბატონების გარდაცვალების მიზეზი თანხმლები ქრონიკული დაავადებებიც გახდა. აქედან ერთი ქალბატონი "ბიემსიში", ხოლო 2 პაციენტი - რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.ექიმის თქმით, მათ აღენიშნებოდათ ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის ქრონიკული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 201-ს შეადგენს.

დღის ამბები