28 ნოემბერი 2020,   21:02
ვრცლად
ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ არაფერი მსმენია, ახლაქალაქი პატარაა და ასე რომ მომხდარიყო, აუცილებლად გავიგებდი- სედრაქ მურადიანი

აზერბაიჯანელი ბლოგერი ვაჰაგან ჩახალიანის დაღუპვის შესახებ იუწყება. აზერბაიჯანული ინტერნეტარხი "მისრა ტივი" უკანასკნელი შეტაკების დროს დაღუპულთა სიას აქვეყნებს, რომელთა შორის არის ჩახალიანის გვარიც.

ინფორმაცია მხარეების ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ცნობას უარყოფს ახალქალაქის მოსახლეობაც.

"კურიერთან" საუბარში, სამოქალაქო აქტივისტი სედრაქ მურადიანი ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ადგილობრივები ამის შესახებ შეიტყობდნენ.

"მე ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ არაფერი მსმენია, ახლაქალაქი პატარაა და ასე რომ მომხდარიყო, აუცილებლად გავიგებდი,"- განაცხადა სედრაქ მურადიანმა.

"ერთიანი ჯავახეთის" მოძრაობის ლიდერი 2008 წელს უკანონო სეპარატისტული საქმიანობისთვის დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე მუხლით, ეს არის მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობა, იარაღის ტარება და ხულიგნობა. ჩახალიანმა ციხე 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.

დღის ამბები