30 ნოემბერი 2020,   12:14
ვრცლად
ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობაში ბრალდებულს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამოღებულია 70-მდე ნივთმტკიცება, პარალელურად ტარდება ექსპერტიზები.

მოკლულის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით გავრცელებული ვერსიები სიცრუეა.

"ყველა ის ვერსია, რაც კი გაჟღერდა კრიმინალთან, დეპუტატთან დაკავშირებით აბსოლუტურად გამორიცხულია, ამას ნამდვილად გიდასტურებთ პირადად, გაცვლილი ინფორმაციის შედეგად," - განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა.

მკვლელობა ორი დღის წინ სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა. 41 წლის მამაკაცს სავარაუდოდ 6 ტყვია ესროლეს. მოკლული ნემსიწვერიძე, პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. ციხეში მან 9 წელი გაატარა.

დღის ამბები