30 ნოემბერი 2020,   12:06
ვრცლად
"112-ში" სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ში", საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა "112-ის" შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ტარდება.

დღის ამბები