30 ნოემბერი 2020,   12:42
ვრცლად
კახა კუკავა სოფელ კვირიკეში "ქობულეთის ჩაის" საწარმოს ეწვია

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა სოფელ კვირიკეში "ქობულეთის ჩაის" საწარმოს ეწვია. მან საწარმოში დასაქმებულებისგან მოისმინა, თუ რა პრობლემებია ქართული ჩაის წარმოებაში და გამოვიდა ინიციატივით, ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის განვითარებას.

"მთავარი პრიორიტეტი ამ არჩევნებზე არის ქართული პროდუქციის მხარდაჭერა, ქართული წარმოების მხარდაჭერა. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დასაქმების ერთადერთი გზა.

მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მოგვცემს ამის ლეგიტიმაციას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა იქნება იმპორტის შეზღუდვისა და ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერის შესახებ," - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები