30 ნოემბერი 2020,   12:16
ვრცლად
პარტია "ქართული არჩევანის" ინფორმაციით, მათ ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

პარტია "ქართული არჩევანი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა. ლიდერები აცხადებენ, რომ მიზანი მათი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა იყო. 

"პარალიზებულია "ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა.

მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან სერიოზული ინტერესი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა უახლოეს პერიოდში უნდა მოახდინონ დასკვნის დადება," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ქართული არჩევანის" თავმჯდომარე ბეჟან გუნავა.

შსს-ში "კურიერს" განუცხადეს, რომ საკითხზე მოკვლევა დაიწყო. 

დღის ამბები