30 ნოემბერი 2020,   12:19
ვრცლად
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს განადგურდა მოწინააღმდეგე ძალის 2 ტანკი, 2 "ბე ემ პე-ს" ტიპის საბრძოლო ტექნიკა, 7 ჯავშან მანქანა და ცოცხალი ძალა.

როგორც ოფიციალური ბაქო იუწყება, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიამ პოზიციები გაიუმჯობესა.

რაც შეეხება სომხეთს, ერევანი აზერბაიჯანულ მხარეს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში სდებს ბრალს. ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხური არმია მოწინააღმდეგეს წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ საბრძოლო მოქმედებები აგდერისხოჯევანისფიზულის მიმდებარედ კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს განახლდა.

დღის ამბები