30 ნოემბერი 2020,   12:28
ვრცლად
კორონავირუსის დღევანდელი 1928 შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან თბილისში არის - 788, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 7 შემთხვევა გამოვლინდა.

"დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა   28 431-ს შეადგენს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს  10 767-ს.

სამწუხაროდ, 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ  201 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს," - განაცხადა სიჭინავამ.

დღის ამბები