28 ნოემბერი 2020,   09:46
ვრცლად
ყაჩაღობა ხელვაჩაურში - წინააღმდეგობის გაწევის დროს მძარცველმა სახლის მეპატრონეს თავის არეში ჭრილობა მიაყენა

ყაჩაღობა ხელვაჩაურში - ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას მძარცველი შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ოჯახიდან სეიფის წაღებას ცდილობდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს მძარცველმა სახლის მეპატრონეს, 51 წლის მამაკაცს, ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები