30 ნოემბერი 2020,   12:47
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მაღალი დონის დისკუსიაში მიიღომონაწილეობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დისკუსიაში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოვიდა, როგორც წამყვანი სპიკერი და ისაუბრა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე.

"დიდი პატივია ის, რომ საქართველოს წილად ხვდა წამყვანი მომხსენებელი ყოფილიყო. შეხვედრაზე მოვყევით, თუ რა ფისკალური პოლიტიკა გვქონდა და რა პასუხები იყო ამ თვალსაზრისით კოვიდ კრიზისზე. ჩვენ ასევე მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ,"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და გაჯანსაღებისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნებმა განახორციელონ ამბიციური და თამამი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმები, უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის როლის გაზრდით ხელი შეუწყონ კერძო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და მის შემდგომ ლიბერალიზაციას.

დღის ამბები