27 ნოემბერი 2020,   01:45
ვრცლად
COVID-19-ით აჭარაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა - 78 წლის პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 10 პაციენტიდან, ერთი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში დაფიქსირდა. 

"სამწუხაროდ ერთი პაციენტი გარდაგვეცვალა, ის 78 წლის ქალბატონი იყო, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა,"- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1034 თბილისში, 320 აჭარაში, იმერეთში კი 258 დაინფიცირდა. 

 

 

 

დღის ამბები