27 ნოემბერი 2020,   01:00
ვრცლად
როგორ ხდება სამედიცინო უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში კოვიდ-რეგულაციების დაცვა - სასწავლო დაწესებულებები ნუნუ მიცკევიჩმა და ბექა ფერაძემ მოინახულეს

განათლების მინისტრის მოადგილე და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ. მათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარება შეისწავლეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა პირობაა შექმნილი და მუშაობა რეგულაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

დღის ამბები