27 ნოემბერი 2020,   15:18
ვრცლად
2 599 290 ლარი - ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი პარტია "ლელომ" მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში, შემოსავლების სახით ჯამში 10 მლნ 355 ათას 212 ლარი მიიღო.

აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215,505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 მლნ 139 ათას 707 ლარი მიიღო.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი - 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" მიიღო და ის ამ მონაცემებით მეორე ადგილს იკავებს.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ადგილს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. ჯამში პარტიამ დასახელებულ პერიოდში 2 მლნ 432 ათას 831 ლარი მიიღო. აქედან 10, 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 მლნ 295 ათას 309 ლარი შემოწირულობების სახით.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" 2 მლნ 42 ათას 318 ლარის შემოსავალი, "პატრიოტთა ალიანსმა" 2 მლნ 34 ათას 847 ლარი და "ევროპულმა საქართველომ" კი, 1 მლნ 773 ათას 699 ლარის შემოსავალი მიიღო.

 

დღის ამბები