06 დეკემბერი 2020,   05:38
ვრცლად
ჩემს მიმართ წამოსული ყველა ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩემთვის - დათო ხვიბლიანი

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე უკვე მეოთხე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ყოფილი მძევლები, ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები, გამოძიებას ინფორმაციას აწვდიან, თუმცა მედიის კითხვებს არ პასუხობენ. ბანკი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ამ დრომდე დალუქულია.

ერთ-ერთი ყოფილი მძევალი დათო ხვიბლიანი სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება ცილისწამებაა. 

"მინდა დამატებით გამოვეხმაურო ჩემს განცხადებას ტელევიზიებთან და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო, რომ ჩემს მიმართ წამოსული ყველა ბრალდება, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიებიდან გაჟღერდა, არის სრული სიცრუე და ცილისწამება, რომელიც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ასევე იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვისთანაც ერთად ვმსახურობ და მიმსახურია კიდეც, არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და წინასწარ წაუყენოს ბრალი ადამიანს, მით უმეტეს, ქართველ ჯარისკაცს, სანამ საგამოძიებო სამსახურები და სასამართლო დამნაშავედ არ სცნობს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვარ მართალი ჩემი ოჯახის, ხალხის და სახელმწიფოს წინაშე, ვემსახურები ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს,"- წერს დათო ხვიბლიანი

დღის ამბები