06 დეკემბერი 2020,   05:17
ვრცლად
ვარშავაში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა

პოლონეთის დედაქალაქში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვარშავაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტების სრულ აკრძალვას უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ. პროტესტის გამოსახატად პოლონეთის ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში.

ახალი გადაწყვეტილებით, პოლონეთში აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების დროს და იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე დაემუქრება.

დღის ამბები