06 დეკემბერი 2020,   06:03
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პროგრესია მიღწეული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით "ძალიან კარგი პროგრესია მიღწეული".

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებამდე შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალ-ცალკე შეხვდა. შეხვედრებზე პომპეომ ხაზი გაუსვა ძალადობის დასრულებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა მხარეების მიერ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით არსებითი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზეც.

მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველმა დიპლომატებმა მოლაპარაკებები ასევე ცალ-ცალკე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართეს.

დღის ამბები