27 ნოემბერი 2020,   00:58
ვრცლად
აშშ-ის მთავრობის კომპიუტერულ ქსელებზე ხორციელდება კიბერთავდასხმები, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს - გამოძიების ფედერალური ბიურო

აშშ-ის მთავრობის კომპიუტერულ ქსელებზე ხორციელდება კიბერთავდასხმები, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, 2020 წლის სექტემბრიდან რუსეთის მიერ დაფინანსებული კიბერთავდასხმები აშშ-ის სხვადასხვა უწყებაზე განხორციელდა.

როგორც "როიტერი" წერს, ორი ასეთი თავდასხმა წარმატებული აღმოჩნდა და შედეგად მოპარული იქნა კონფიდენციალური ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფედერალური ბიურო მოსახლეობას არწმუნებს, რომ ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და სამთავრობო ოპერაციებს ხელს არ შეუშლის.

დღის ამბები