23 ივნისი 2021,   16:56
ვრცლად
სიგარეტის მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკფაქტორია - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკფაქტორს წარმოადგენს. 

"პანდემიის გავრცელებიდან 10 თვის თავზე მსოფლიო შეთანხმდა, რომ სიგარეტის მოწევა რისკფაქტორია. ის თავისთავად განაპირობებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, რომ თუნდაც ეს შანსი, პანდემია,  გამოვიყენოთ და თამბაქოს გამოყენება შევწყვიტოთ,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

დღის ამბები