30 ნოემბერი 2020,   12:09
ვრცლად
ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფინალური სატელევიზიო დებატები შედგა

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფინალური სატელევიზიო დებატები შედგა. დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა საკუთარი მოსაზრებები COVID-19-ის პანდემიის, გადასახადების, საგარეო პოლიტიკისა და სხვა საკითხების შესახებ დააფიქსირეს.

ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში იქნება. ჯო ბაიდენმა კი ამერიკის პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და შეახსენა, რომ ვირუსით შტატებში 220 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

დებატებს ჟურნალისტი კრისტენ ველკერი უძღვებოდა. ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელმაც 1992 წლიდან საპრეზიდენტო დებატებს მოდერატორობა გაუწია.

დღის ამბები