30 ნოემბერი 2020,   12:32
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება - ლ.შ-მ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

ლ.შ-მ წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და ჩვენება არ მისცა.

"გამოძიების ეტაპზე მას შეეზღუდა მთელი რიგი უფლებები, როგორც არასრულწლოვანს. აეკრძალა კომუნიკაცია, მისი გამოკითხვა ჩატარდა კანონის დარღვევით, შეტანილი იქნა ისეთი ინფორმაცია რაც არ უთქვამს, აქედან გამომდინარე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოუცხადა უნდობლობა როგორც გამოძიებას ისე სასამართლოს და განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე," - აცხადებს ლ.შ-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.

დაკავებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღის ამბები