30 ნოემბერი 2020,   12:44
ვრცლად
COVID-19-ის რეკორდული მატების გამო ქვეყნების ნაწილი კომენდანტის საათის შემოღებას იწყებს

მსოფლიოში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ბოლო 24 საათში საფრანგეთში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი - 42 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი გამოცხადდა საფრანგეთის კიდევ 38 რეგიონში.

ხვალიდან კომენდანტის საათი დაწესდება საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილშიც, მათ შორის ათენსა და თესალონიკში. გარდა ამისა, სავალდებულო გახდება ღია სივრცეებში პირბადის ტარება.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც.

მონაცემების მატების პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცა.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნარჩუნდება რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

დღის ამბები