30 ნოემბერი 2020,   12:37
ვრცლად
ხობში დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაკავებულია 2 პირი

ხობში დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე 2 ადამიანი. ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საკუთარ ნათესავებთან ჯერ სიტყვიერი და შედეგ ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ერთ-ერთი ვერსიით მას გულის შეტევა დაემართა.

როგორც "კურიერთან" საუბრისას გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, დაპირისპირება სავარაუდოდ ოჯახებს შორის წარსულში დაწყებულ დავას უკავშირდება. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები