27 ნოემბერი 2020,   01:33
ვრცლად
მძევლობიდან გათავისუფლებული პირის ინფორმაციით, თავდამსხმელი მწეველი იყო, თუმცა ბანკში სიგარეტი არ მოწია, რომ კვალი არ დაეტოვებინა

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა, 15 საათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებდა, რაც მარტივად შესამჩნევი იყო მძევლად აყვანილი პირებისთვისაც.

მძევლობიდან გათავისუფლებული პირები "კურიერს" უყვებიან, რომ შეირაღებული პირი წყლისთვის მოიხმარდა მხოლოდ საკუთარ ერთჯერად ჭურჭელს. უარი თქვა სიგარეტზეც, იმის გამო, რომ კვალი არ დაეტოვებინა.

"სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა, რომ ვკითხე სიგარეტს არ ეწევი-თქო, კიო, ოღონდ ახლა არ შემიძლიაო. ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რამე კვალი არ დაეტოვებინა," - აცხადებს ლაშა შენგელია,  ერთ-ერთია იმ ოთხი მძევლიდან, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა იარაღის მუქარით კირცხის ტყემდე პოლიციის პიკაპით მიიყვანა.

დღის ამბები