27 ნოემბერი 2020,   01:50
ვრცლად
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი მეორე დასკვნით სატელევიზიო დებატებს დღეს გამართავენ

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი მეორე დასკვნით სატელევიზიო დებატებს დღეს გამართავენ. დებატებს, რომელსაც "სიბიეს"-ის კორესპონდენტი კრისტენ უელკერი წაიყვანს, ადგილობრივი დროით 9 საათზე ნეშვილშიბელმონტის უნივერსიტეტში გაიმართება.

სწორედ ამ ადგილზე ჩატარდა 2008 წელს სატელევიზიო დებატები პრეზიდენტობის დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინს შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები საათნახევრის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების საკითხებს განიხილავენ. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. 

დღის ამბები